გია ვოლსკი: წინასაარჩევნოდ თუ არჩევნების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი, შესაბამისი დოზით, აქტიური იქნება

„ბიძინა ივანიშვილის გააქტიურება იმ დღიდან დაიწყო, როცა ის პოლიტიკაში დაბრუნდა და პარტიას სათავეში ჩაუდგა“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რამდენად მოსალოდნელია წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილის კიდევ უფრო გააქტიურება.
მისი თქმით, პარტიის მეთაური აქტიური რომ არ იყოს, ეს უფრო გასაკვირი იქნებოდა.
„წინასაარჩევნოდ იქნება თუ არჩევნების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი იქნება, შესაბამისი დოზით, აქტიური – ასევე, ჩვენც, ყველა – პოლიტსაბჭოს წევრები თუ პარლამენტის წევრები. საერთოდ, „ქართული ოცნების“ წევრები ძალიან აქტიური ვიქნებით. ორგანიზაციული თვალსაზრისით, პარტია ყოველთვის თავის სიტყვას იტყვის და მისი მეთაური, ბიძინა ივანიშვილი აქტიური რომ არ იყოს, ალბათ, საკვირველი ის იქნებოდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები