დუბლინში ლევან კოღუაშვილის ფილმის ჩვენება გაიმართა

ირლანდიაში, დუბლინში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, ლევან კოღუაშვილის ფილმის „შემთხვევითი პაემნების” ჩვენება გაიმართა.
ღონისძიებას დუბლინში მდებარე ფრანგული ენისა და კულტურის ცენტრმა Alliance Française-მა უმასპინძლა.
„შემთხვევითმა პაემნებმა“ ირლანდიელი მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები