„ჰეროინის კიდევ ერთი მსხვერპლი“ – რას წერს იტალიური პრესა ქართველი გოგონას გარდაცვალების შესახებ

„ჰეროინის კიდევ ერთი მსხვერპლი“ – ამ სათაურით იტალიური პრესა ქართველი გოგონას გარდაცვალების შესახებ სტატიას აქვეყნებს.
ახალგაზრდა ქართველი გოგონას ცხედარი შაბათს – დაახლოებით, საღამოს 10 საათისთვის – მილანში, მაური მაკის ქუჩაზე მდებარე სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში აღმოაჩინეს. სასტუმრო ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. შენობის ოთახში, სადაც ახალგაზრდა ქართველი ქერა გოგონა გარდაცვლილი იპოვეს, ერთჯერადი შპრიცები, შავი კოვზი და გაცხელებული ჰეროინიც აღმოაჩინეს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ქართველი გოგონას გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ნარკოტიკების ზედოზირება სახელდება.
ახალგაზრდა ქართველი გოგონას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ქართულ მედიაში დღეს გავრცელდა -. კერძოდ, იტალიაში, მილანში, 27 წლის იზა ქავთარაძე გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა გოგონას ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია საკონსულოც. იზა ქავთარაძის გადმოსვენების პროცედურა ექსპერტიზის დასრულების შემდეგ დაიწყება. გარდაცვლილი გოგონა საქართველოში ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში სწავლობდა. ამის შემდეგ კი, ის მილანში სასწავლებლად იყო წასული.

წყარო: https://milano.corriere.it/19_aprile_01/ragazza

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები