ხელოვნების სასახლე ნიკოლოზ კოჭლამაზაშვილის „ჩრდილების თეატრის“ ექსპოზიციას უმასპინძლებს

1-ელი აპრილიდან, ახალგაზრდა მხატვარი, ნიკოლოზ კოჭლამაზიშვილი ხელოვნების სასახლეში ექსპოზიციას ჩრდილების საშუალებით გამართავს, უნიკალური ექსპონატები და კედელზე ასახული მათი ორეულები გამოიფინება.
როგორც „კვირას“ ხელოვნების სასახლიდან აცნობეს, კოჭლამაზიშვილი ხელოვნების ნიმუშებს სულ სხვა განწყობითა და მასშტაბით წარმოადგენს. მსგავსი სახის გამოფენა საქართველოში პირველად იმართება და მზის შუქზე გამქრალ სახეებს, აჩრდილად გარდაქმნილ ჩრდილებს ეძღვნება.
„ასე რომ, მოდი გამოფენაზე და ნუ დატკბები მხოლოდ „შიშველი ნათელით“… – აღნიშნავენ ორგანიზატორები.
ნიკოლოზ კოჭლამაზიშვილი ახალგაზრდა ხელოვანია, რომელმაც შემოქმედებითი მოღვაწეობის პირველი ეტაპი ფერწერას დაუთმო და ამ მიმართულებით სამი პერსონალური გამოფენაც გამართა. „ჩრდილების თეატრი“ კი ხელოვანის მიერ ბოლო დროს შექმნილი არასტანდარტული და „იდუმალებით მოცული“ სპილენძის, გრანიტისა და უჟანგავი ფოლადისაგან შექმნილი ცამეტი ქანდაკების ერთობლიობაა, რომლებიც ხელოვნების სასახლის საგამოფენო დარბაზებში დამთვალიერებელს 10 აპრილამდე უმასპინძლებენ.
თითქმის საუკუნის წინ, მიხეილ ბულგაკოვმა რომანში „ოსტატი და მარგარიტა“ იკითხა: „რას დაემსგავსებოდა დედამიწა, ჩრდილი რომ გამქრალიყო? ჩრდილი ხომ საგნებისა და ადამიანებისგან წარმოიშვება?“… ჩრდილი, რომელიც ყოველთვის დაგყვება, ჩრდილი, რომელიც არასოდეს ქრება…

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები