ზვიად გამსახურდიას 80 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება
31 მარტს, 18:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დიდ სცენაზე საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.
ღონისძიება თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება და მასში მონაწილეობას ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრები, მეგობრები და საზოგადო მოღვაწეები მიიღებენ.
საღამოზე გაჟღერდება ზვიად გამსახურდიას საყვარელი საფორტეპიანო და საოპერო ნაწარმოებები, ცნობილი ქართველი ხელოვანების შესრულებით.
ღონისძიებაში მონაწილეობენ ანსამბლი „რუსთავი“, ვალერიან შიუკაშვილი, ნატო მეტონიძე, ანსამბლი „მძლევარი“, გიორგი ონიანი, დემეტრე გამსახურდია და სხვა.
საღამოს რეჟისორია დიმიტრი ღვთისიაშვილი.