კახა ბენდუქიძე უკრაინის ახალი პრეზიდენტის მრჩეველი იქნება

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე ადასტურებს, რომ ის უკრაინის ახალი პრეზიდენტის მრჩეველი იქნება. როგორც ბენდუქიძე აცხადებს, მან უკვე მიიღო მონაწილეობა ამ ჯგუფის პირველ შეხვედრაში. მისივე განმარტებით, ის იქნება მრჩეველთა ხუთკაციანი საბჭოს ერთ – ერთი წევრი. ჯგუფს კანადის მთავრობა აფინანსებს.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილისა და გრიგოლ ქათამაძის მრჩევლობას, ბენდუქიძის თქმით, ეს ინფორმაცია მას არ აქვს.
„ამ ხუთკაციან საბჭოში იგულისხმება ის, რომ თვეში ერთხელ შეიკრიბება და მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს უკრაინის ეკონომიკისათვის. ჯგუფს კანადის მთავრობა აფინანსებს, მის შემადგენლობაში ასევე იქნება ორი კანადელი და ორი ამერიკელი ეკონომიკური მრჩველი. მე ვთვლი, რომ უკრაინა დღეს ძალიან რთულ ვითარებაშია, ეკონომიკური პრობლემებით მოზღვავებული“, – განაცხადა კახა ბენდუქიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები