ბაღდათის მუნიციპალიტეტში კომპანია „ფიხნერი“ წყალმომარაგების სრული რეაბილიტაციის წინასაპროექტო კვლევას აწარმოებს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, კახა ენუქიძე, ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის ხელმძღვანელ კახა მსხვილიძესთან ერთად, გერმანული კომპანია “ფიხნერის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ.
აღნიშნული კომპანია ბაღდათის მუნიციპალიტეტში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის სრული რეაბილიტაციის წინასაპროექტო კვლევას აწარმოებს.
პროექტი სახელად ” ტურიზმისა და გარემოს გაუმჯობესებისთვის, კომუნალური ინფრასტრუქტურის კონცეპტის შემუშავების და გახორციელების შესწავლა” იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში, გერმანიის განვითარების ბანკის(KFW) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
აღნიშნული პროექტი ქალაქ ბაღდათის, მიმდებარე სოფლებისა და ბალნეოლოგიურ კურორტ საირმეს წყლის სისტემისა და წყალარინების სრულ უზრუნველყოფას მოიცავს. გერმანული კომპანია “ფიხნერის“ წარმომადგენლები, ბაღდათის მუნიციპალიტეტში წყლის რესურსებთან დაკავშირებით მოკვლევით სამუშაოებს პერიოდულად აწარმოებენ და ადგილზე ეცნობიან არსებულ ვითარებას.
როგორც გერმანული საინჟინრო კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, საპროექტო კვლევა 2019 წლის ბოლოს დასრულდება, რომლის შემდეგაც მუშაობა სატენდერო პირობებსა და დოკუმენტაციაზე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები