„ზვიად გამსახურდია 80“ – სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის სხდომათა დარბაზში, ჩატარდა საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, ზვიად გამსახურდიას დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია – „ზვიად გამსახურდია 80“.
ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ: საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი დეპუტატები, დიპლომატიური კორპუსის წამომადგენლები.
კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ.
დიპლომატიური კორპუსის სახელით მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პასკალ მენიე.
კონფერენციაზე წაიკითხეს შემდეგი მოხსენებები:
პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური სტრატეგიის მნიშვნელობა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და დეოკუპაციის პროცესში – პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მანანა ტაბიძე;
მალტის შეთანხმება (02.12.1989), 1992-93 წლების პუტჩი და 2008 წლის პლებისციტი თანამედროვე გეოპოლიტკურ კონტექსტში – პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ტარიელ ფუტკარაძე;
პრეზიდენტ ზვიად გამსახურდისას ეროვნული ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მანანა გაბაშვილი;
დსთ-ს მიმართ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ნეგატიური დამოკიდებულების შესახებ /ალმა-ათის შეხვედრის ანალიზი/ – ნემო ბურჭულაძე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე (1991 წ.);
ზვიად გამსახურდია და საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის პრობლემები – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე;
რუსეთის იმპერიის ეთნიკური პოლიტიკა /90-იანი წლების დოკუმენტური მასალების ანალიზი/ – სოციოლოგიის დოქტორი ბიმურზა აფრასიძე;
ზვიად გამსახურდია და საქართველოს კონსტიტუტიციური პრობლემები – ისტორიის დოქტორი ლევან ჯიქია;
ზვიად გამსახურდია ქართული ეროვნული ხასიათის ძირითადი ნიშნების შესახებ – ფილოლოგიის დოქტორი ლევან ბებურიშვილი;
ზვიად გამსახურდიას პოეზია – ფილოლოგიის დოქტორი ქეთევან შენგელია;
ზვიად გამსახურდიას პოეტური თარგმანები – ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი მაია მირესაშვილი;
ზვიად გამსახურდიას იგავები – ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი ინგა მილორავა;
კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ: იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ტადაჰარუ უეჰარა, ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე კარლო ნატალე, საბერძნეთის საელჩოს პირველი კონსული ნიკოლაოს პიპერიგოსი.