ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და„ჯორჯიან მანგანეზის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, შორაპნის სკოლამდე მისასვლელი რეაბილიტირებული გზის მონაკვეთი გაიხსნა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობისა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, შორაპნის საჯარო სკოლამდე მისასვლელი რეაბილიტირებული გზის მონაკვეთი გაიხსნა. საზეიმო ლენტი, სიმბოლურად, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ნუგზარ ფერაძემ; საკრებულოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ღამბაშიძემ; ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა, ვასილ გველესიანმა და დაბა შორაპნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა გოჩალეიშვილმა გაჭრეს. სასწავლო დაწესებულებამდე მისასვლელი გზის მონაკვეთი მოუწესრიგებელი იყო და მოსწავლეებს გადაადგილება უჭირდათ. „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელშეწყობით, ავარიულ მონაკვეთზე სეპარირებული წიდისგან, ბეტონის საფარი მოეწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსწავლეებმა გზის მოხატვაც გადაწყვიტეს. ლენტის გაჭრის შემდეგ, სტუმრებმა სკოლაში გადაინაცვლეს და მოსწავლეების მიერ ორგანიზებულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ. მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ნუგზარ ფერაძემ, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სახელით, მადლობა გადაუხადა ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორს, ვასილ გველესიანს მხარდაჭერისთვის და საჯარო და კერძო სექტორს შორის წარმატებული ურთიერთთანამშრომლობის პრეცედენტზე გააკეთა აქცენტი. საჯარო და კერძო სექტორს შორის ურთიერთთანამშრომლობის პროექტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერიისა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ერთობლივი ძალისხმევით, როგორც სოციალური აქტივობები, ასევე, კულტურული ღონისძიებები ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები