ირაკლი კოვზანაძე: საპენსიო სააგენტოსთვის დამოუკიდებელი აუდიტორის კონკურსში Ernst & Young-მა გაიმარჯვა

საქართველოს პარლამენტმა საპენსიო სააგენტოს 2018 წლის ანგარიშგების აუდიტის გახორციელებისთვის დამოუკიდებელი აუდიტორი შეარჩია.
საკონკურსო კომისიამ, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე ხელმძღვანელობდა, დღეს, კონკურსში მონაწილეთა ფინანსური წინადადებები განიხილა და გამარჯვებული – საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Ernst & Young- გამოავლინა.
„ახლადშექმნილი საპენსიო სააგენტოსთვის დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას მსოფლიოს ოთხი უმსხვილესი აუდიტორული კომპანია, ე.წ. „დიდი ოთხეული“ – Ernst & Young, PricewaterhouseCoopers, Deloitte Touche – Tohmatsu და KPMG იღებდა. გაიმარჯვა Ernst & Young-მა, რომელსაც პარლამენტს დასამტკიცებლად მომდევნო სესიაზე წარვუდგენთ“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები