„ეკვილიბრიუმმა“ გურიის სოფლებს წიგნები გადასცა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმი“ გურიის სოფლებს – ლიხაურს, დვაბზუსა და სილაურს ესტუმრა. ამ სოფლების წისქვილებში ბიბლიოთეკები მოეწყო.
„გურიაში წყლის წისქვილი ისევ არის ჩამოჯდომის, ლოდინის, ფიქრისა და საუბრების ადგილი. ახლა, ამ ამბავს წიგნებისა და ჟურნალების სამკითხველოც დაემატა – იქვე კითხვაც შეგიძლია და თან წაღებაც. ასეთი სამკითხველოები სამ სოფელში: ლიხაურის, დვაბზუსა და სილაურის წისქვილებში მოვაწყვეთ, შემოგებებული გურული პურ-მარილის თანხლებით“, – განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ.
„ეკვილიბრიუმის“ მხარდამჭერია კომპანია „გალფი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები