საგაზაფხულო კონცერტი გაიმართება

29 მარტს,  20:00 საათზე, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში საგაზაფხულო კონცერტი გაიმართება.
როგორც „კვირას“ თბილისის მუზეუმების გაერთიანებიდან აცნობეს, ნუნუ დუღაშვილი, ნუნუ გაბუნია, რუსუდან სებისკვერაძე, ლელა მაქარაშვილი, ლილიკო ნემსაძე თავად გაუწევენ აკომპანირებას საკუთარი რომანსებისა და სიმღერების შემსრულებლებს.
კონცერტის მოდერატორია თეატრმცოდნე – ნიკა წულუკიძე.
ინდივიდურ შემსრულებლებთან ერთად, კონცერტში მონაწილეობას მიიღებს „თეატრალურის კვარტეტი“.
დასწრება თავისუფალია.

მისამართი: თბილისი, დიმიტრი ბაქრაძის ქ. 10, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები