„ქართული მუსიკა სტალინის გარდაცვალებამდე – პირველი ნაწილი“ – ნანა შარიქაძის საჯარო ლექცია გაიმართება

28 მარტს, 17 საათზე, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, საჯარო ლექცია – „ქართული მუსიკა სტალინის გარდაცვალებამდე – პირველი ნაწილი“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ თბილისის მუზეუმების გართიანებიდან აცნობეს, ლექცია ლექციათა ახალი ციკლის, „ქართული პროფესიული მუსიკა – ოკუპაციიდან დამოუკიდებლობამდე“ ნაწილია.
თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა მეოცე საუკუნის კულტურისა და ხელოვნების კვლევა სოციო-პოლტიკურ კონტექსტში. ლექციების ციკლი მიეძღვნება ქართული პროფესიული მუსიკის განვითარების ეტაპებს 1921-1991 წლებში.
განხილული იქნება მუსიკალურ კულტურასა და იდეოლოგიას შორის არსებული ურთიერთობის არსი, განმსაზღვრელი გარემოებები, მუსიკალური ნაწარმოები, როგორც იდეოლოგიური პროდუქტი და მუსიკალური პროპაგანდა; ასევე, პოლიტბიუროს მიერ მიღებული მთელი რიგი გადაწყვეტილებებისა და დადგენილებების მნიშვნელობა კომუნისტურ ბლოკში არსებული საკომპოზიტორო სკოლებისთვის, იდეოლოგიის ნეგატიური ასპექტები და გავლენის სხვადასხვა დონე მუსიკალურ კულტურაში.
ლექციებს უმაპსინძლებს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნანა შარიქაძე.
დასწრება თავისუფალია.

მისამართი: თბილისი, დიმიტრი ბაქრაძის ქ. 10, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები