დავით შერაზადიშვილი ქალაქ ეილათში პარტნიორი ასოციაციების მიერ გამართულ ყოველწლიურ კონფერენციაზე იმყოფება

25-28 მარტს, ქალაქ ეილათში, ისრაელის მუნიციპალიტეტების ფინანსისტთა ყრილობა იმართება, რომელსაც საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის პრეზიდენტი, დავით ხოსრუაშვილი; ბოლნისის მერი, დავით შერაზადიშვილი; დედოფლისწყაროს მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი; გარდაბნის მუნიციპალიტეტის ვიცემერი, დავით ჭანტურია; თბილისის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი, გაიოზ თალაკვაძე და მარნეულის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურის უფროსი, ვუგარ მამედოვი ესწრებიან.
ყრილობის ფარგლებში, შეხვედრები ისრაელის, ამერიკისა და ჩინეთის საფინანსო სამსახურის წარმომადგენლებთან გაიმართა, სადაც ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის მოდელები განიხილეს; ასევე, მოხდა კულტურის, განათლებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობა და გამოცდილებების გაზიარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები