ხატისოფელში ახალი ამბულატორია აშენდება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ბუბა გობეჯიშვილი სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ხატისოფელში ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდა და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ბუბა გობეჯიშვილმა სოფლის მოსახლეობისგან ის პრობლემები მოისმინა პირადად, რომლებიც ადგილობრივებს აწუხებთ. მისი თქმით, წელს, ხატისოფელში ახალი ამბულატორია აშენდება.
„ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მაცხოვრებლებთან ერთად, ტერიტორიის შესაძლო ვარიანტები განიხილეს, სადაც ახალი ამბულატორია განთავსდება. 2019 წელს, სოფელ ხატისოფელში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია გარე განათების ქსელის მოწყობა და სოფლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია“,- აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები