პრემიერმა ბათუმში თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

ზაფხულის ბოლოს, ბათუმს თანამედროვე სტანდარტების, 3 400 მაყურებელზე გათვლილი სპორტული კომპლექსი ექნება. დღეს, სამშენებლო სამუშაოები საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დაათვალიერა.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს სპორტული კომპლექსის სახურავის მოწყობის სამუშაოები, იღებება ფასადი და მონტაჟდება წყლისა-და ელექტროსისტემა.
პრემიერის განცხადებით, მსგავსი პროექტების გახორციელება და მთელი ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მთავრობისთვის პრიორიტეტია, ვინაიდან ეს სპორტში ახალგაზრდების მასობრივ ჩართულობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
სპორტული კომპლექსი, რომელშიც, ფუნქციური დარბაზების გარდა, ადმინისტრაციული ფართები, საკონფერენციო დარბაზი, სამედიცინო პუნქტი და სხვა დამხმარე ობიექტები განთავსდება, ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
პროექტის ღირებულება 62 მილიონ ლარამდეა. სამუშაოებზე 300-მდე ადამიანია დასაქმებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები