მთავარი პროკურორის მოადგილემ კოლეგებს „პროფესიული დღე“ მიულოცა
მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილმა და თბილისის პროკურორ მიხეილ შაყულაშვილმა გლდანი-ნაძალადევის რაიონში, პროკურატურის განახლებული შენობა დაათვალიერეს – ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურის პრესცენტრი ავრცელებს. გიორგი გაბიტაშვილმა თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა. გლდანი-ნაძალადევის რაიონის პროკურატურის შენობა ახლახანს გარემონტდა და იგი აღჭურვილია ყველა იმ თანამედროვე საშუალებებით, რაც პროკურატურის თანამშრომლებს ხელს შეუწყობს ნაყოფიერ და ეფექტურ მუშაობაში. მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გაბიტაშვილის ვიზიტი „პროკურატურის მუშაკთა პროფესიული დღის“ კვირეულის ფარგლებში განხორციელდა.