ჭიათურაში უფასო კარდიოლოგიური კვლევები ჩატარდება
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებითა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ჭიათურის რაიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, 30 მარტს, უფასო გამოკვლევები ჩატარდება.
აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული გამოკვლევები) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩაატარებენ.
ბენეფიციარების მიღება 10:00 საათიდან დაიწყება.
მისამართი: ქ. ჭიათურა დავით აღმაშენებლის ქ. 18 ”ჯეო-ჰოსპიტლის” პოლიკლინიკა
შეგახსენებთ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის 2017 წლის აპრილში გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც უფასო სამედიცინო აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით პერმანენტულად ტარდება.