გიორგი ბადაშვილმა ქუთაისისა და ზუგდიდის პროკურორები დააჯილდოვა

 საქართველოს მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა მოადგილეებთან ერთად ქ. ქუთაისისა და ზუგდიდის პროკურატურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა, წარმატებულ თანამშრომლებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და სამსახურეობრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა. პროკურატურის ინფორმაციით, მან ასევე აღნიშნა, რომ პროკურატურის ყველა თანამშრომელს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს პროკურატურის საქმიანობაში. მთავარი პროკურორი პირადად გაესაუბრა ყველა თანამშრომელს და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. გიორგი ბადაშვილი დასავლეთ საქართველოში ვიზიტს „პროკურატურის მუშაკთა პროფესიული დღის“ კვირეულის ფარგლებში ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები