მიხეილ მაჭავარიანი მიხეილ სააკაშვილს სმს შეტყობინებებით ესაუბრება

პარლამენტის უმცირესობის წევრის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, იგი მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაციისთვის სმს შეტყობინებით სარგებლობს – ამის შესახებ მიხეილ მაჭავარიანმა ტელეკომპანია „მაესტოს“ ეთერში განაცხადა. მაჭავარიანის ინფორმაციით, საქართველოს ექსპრეზიდენტს გიგი წერეთელი კიევში შეხვდა და პირადად ესაუბრა.
„გიგი წერეთელი კიევში შეხვდა მიხეილ სააკაშვილს და პირადად ესაუბრა. ჩვენი კოლეგები კიევში ჩადიან და არ არის გამორიცხული, რომ არჩევნების შემდეგ კვლავ შევხვდეთ უფრო ფართო შემადგენლობით, ვისაც ექნება ამის სურვილი და ეს ჩვეულებრივი პროცესია. დღეს როგორც პარტიის ლიდერი არის პოლიტსაბჭო, მაგრამ პარტიის გადაწყვეტილებებს დავით ბაქრაძე ღებულობს“ – აღნიშნა მიხეილ მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები