ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეწყდა

რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის იმპორტი შეწყდა. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ვებგვერდის მონაცემებით, რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდება აფხაზეთში აღარ ხდება. შესაბამისად, რეგიონი მთლიანად ენგურჰესზე გამომუშავებული ენერგიით მარაგდება.

რუსეთიდან ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება 27 თებერვალს დაიწყო. მანამდე კი, ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დაბალი დონის გამო, აფხაზეთს ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები