მამუკა ბახტაძე ხვალ აჭარას ეწვევა
საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ხვალ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ეწვევა.
მთავრობის მეთაური ქობულეთში მწვანე ქალაქისა და გოლფის მოედნის, „Green Resort”-ის, მშენებლობის ადგილს დაათვალიერებს და პროექტის პრეზენტაციას დაესწრება.
პრემიერმინისტრი აჭარის რეგიონში სტუმრობისას ბათუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესს გაეცნობა.
დღის ბოლოს მამუკა ბახტაძე ბათუმის ილია ჭავჭავაძის დრამატული თეატრის საზეიმო გახსნის ცერემონიას დაესწრება, რასთან დაკავშირებითაც დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული სპექტაკლის – „KLDIASHVILI.GE” პრემიერა გაიმართება.