ხვალ, 2 საათით, გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება

27 მარტს, 10:00 საათიდან 12:00 საათამდე, გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 106-ე კმ-ზე, მდინარე ბიდარასთან მისასვლელ საავტომობილო გზაზე, საავტომობილო გზის სავალი ნაწილის სარემონტო სამუშაოები ჩატარდება, რის გამოც 27 მარტს, 10:00-დან 12:00 საათამდე, ზემოაღნიშნული საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“,- აცხადებენ დეპარტამენტში.
მათივე ცნობით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით გახორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები