,,თუ უკრაინელ ხალხს აინტერესებს, როგორ უნდა აწამონ პატიმრები, სააკაშვილი გადასარევ რჩევებს მისცემს”

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე საქართველოს ექსპრეზდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად შესაძლო დანიშვნის საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, თუ უკრაინელ ხალხს აინტერესებს, ამ შემთხვევაში ხელისუფლებას, როგორ უნდა გააღატაკონ მოსახლეობა და შემდეგ მათხოვრებად ქცეულები დაიმონონ, დაიმორჩილონ, ამ კუთხით სააკაშვილი გადასარევ რჩევებს მისცემს.
“თუ უკრაინელ ხალხს აინტერესებს, ამ შემთხვევაში ხელისუფლებას, როგორ უნდა გააყალბონ არჩევნები, ოპოზიციას, როგორ უნდა დაესხან თავს, როგორ უნდა შეიჭრან დამოუკიდებელ მედიაში და როგორ უნდა გაუსწორდნენ ჟურნალისტებს, როგორ უნდა გაავსონ ციხეები და როგორ უნდა აწამონ პატიმრები. თუ აინტერესებთ როგორ უნდა გააღატაკონ მოსახლეობა და შემდეგ მათხოვრებად ქცეულები დაიმონონ, დაიმორჩილონ, როგორ უნდა ებრძოლონ განსხვავებულ აზრს და ერთი და იგივე ქვაბში მოხარშონ ყველა და ყველაფერი და თავისუფლებას დაუსვან წერტილი, ასეთი კუთხით თუ უნდათ რჩევები სააკაშვილი გადასარევ რჩევებს მისცემს,”-განაცხადა მანანა კობახიძემ გადაცემა „პოლიტიკის დროში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები