მანანა კობახიძე: სულ არ მომეწონა დასისხლიანებული ჭიაბერაშვილის ხილვა
სულ არ მომეწონა დასისხლიანებული ჭიაბერაშვილის ხილვა – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მანანა კობხიძემ გადაცემა „პოლიტიკის დროში“ განაცხადა. მისი თქმით, დასკვნების გამოტანა ჭიაბერაშვილის საქმის გამოძიების შემდეგ არის შესაძლებელი.
„ცხელ კვალზე ჟურნალისტმა დამირეკა და მისგან გავიგე, რომ ჭიაბერაშვილი სცემეს, მაშინ ინფორმაცია არ მქონდა, ვთქვი რომ ეს არ არის სწორი და ამას გამართლება არ აქვს. ხომ უნდა გამერკვია, რა მოხდა… ვთქვი, რომ შეიძლება ჭიაბერაშვილმა დედაც შეაგინა. აბსოლუტურად მოწმენდილ ცაზე თავს გესხმიან? გასარკვევია… ამას სჭირდება გამოძიება, ცუდი ფაქტია, არ არის მოსაწონი, სულ არ მომეწონა დასისხლიანებული ჭიაბერაშვილის ხილვა. დაველოდოთ გამოძიებას, რატომ ჩაიდინა იმ ადამიანმა ეს ყოველივე. ის, რომ ხელისუფლება რაღაცას აქეზებს, ეს არის სიცრუე, თუ ვინმეს უნდა ქვეყანაში სტაბილურობა, ეს არის „ქართული ოცნება“. ოპოზიციას არ უნდა სტაბილურობა, ოპოზიცია დაინტერესებულია, რომ ვიღაცას თავ-პირს ამტვრევდნენ“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.