პრემიერ-მინისტრმა საბჭოს წევრებთან წინასაარჩევნო გარემო შეაფასა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, “ქართული ოცნების” ოფისში კოალიციის პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. როგორც ““კვირას” პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, საბჭოს წევრებმა წინასაარჩევნო გარემო შეაფასეს და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.
“საუბარი შეეხო პრემიერ-მინისტრის უკვე განხორციელებელ ვიზიტს ბრიუსელში და გერმანიაში დაგეგმილ ვიზიტებს. პრემიერმა პოლიტსაბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ იგი 28-29 მაისს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპუის მიწვევით, კარლოს დიდის სახელობის საერთაშორისო დაჯილდოების ცერემონიაზე დასასწრებად მიემგზავრება, 1-2 ივნისს კი გერმანიას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. პოლიტსაბჭოს წევრებმა ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ განსახორციელებელ ცვლილებებსა და რეფორმებზეც იმსჯელეს”,- ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები