ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი გურამ დოჩანაშვილს დაბადების დღეს ულოცავს

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ულოცავს კლასიკოს მწერალს, გურამ დოჩანაშვილს დაბადების დღეს და უსურვებს ყველაფერ საუკეთესოს.

„და მერე, ჩემთვის მოულოდნელად, სულში გამეფურჩქნა უცნაური, სიყვარულის მცენარე – აბა, თუ მიხვდებით, რომელი?
– ყაყაჩო!
– არა, ჩქარა ჭკნება!
– ენძელა!
– ნაზია ძალზე…
– გეორგინი!
– გაფოფრილია…
– ვარდი?
– შაბლონურია…
– აბა რა?
– და უცებ სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე, სიყვარულის კაქტუსი – ეკლიანი და ეკლებიანი, ოღონდ საოცრად ტკბილი იყო მისი ყოველი ჩხვლეტა, და აი ახლაც, თქვენ რომ გიყურებთ, ახლა მჩხვლეტს და რომ იცოდეთ როგორ მიყვარხართ…” (გურამ დოჩანაშვილი).

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები