გურამ დოჩანაშვილი 80 წლისაა

 26 მარტს, უკვდავი რომანის „სამოსელი პირველის“ ავტორს, გურამ დოჩანაშვილს 80 წელი შეუსრულდა.
ის 1939 წელს, თბილისში დაიბადა. მისი პირველი მოთხრობა 1961 წელს „ცისკარში“ დაიბეჭდა.
ამას მოჰყვა სხვა ნაწარმოებები, რომლებიც  შეიყვარა მკითხველმა: „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება, ანუ მესამე ძმა კეჟერაძე“, „ვატერ(პო)ლოო, ანუ აღდგენითი სამუშაოები“ და სხვა. ყველაზე დიდი აღიარება კი, რომანმა „სამოსელი პირველი“ მოუტანა.
გურამ დოჩანაშვილი მუშაობს ნაწარმოებზე „ბრმადყოფილზე და…“. სამ წიგნად შექმნილი მხატვრული ნაწარმოების მესამე ნაწილი, სავარაუდოდ, წლის ბოლოს გამოვა.
გურამ დოჩანაშვილი არის ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატი ნომინაციაში – „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“; ასევე –  ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის ლაურეატი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები