“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

ამ წუთებში, კოალიცია “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. შეხვედრას კოალიციის ლიდერი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უძღვება. შეხვედრაში მონაწილეობენ ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი და პოლიტსაბჭოს წევრი დეპუტატები. არსებული ინფორმაციით, განხილვის მთავარი თემაა მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები და მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებისთვის კომენტარი არ გაკეთებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები