გიორგი ვოლსკი: მდგომარეობა უკეთესია, სამუშაო ადგილები მეტია, იმპორტი გაიზარდა, სავალუტო შემოსავლები საკმარისად გაიზარდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ, ტელეკომპანია პირველის ეთერში პრობლემების შემცირების ტენდენციასა და ქვეყანაში გაუმჯობესებულ პირობებზე ისაუბრა.

,,რას ვცვლით, ვცვლით ორგანიზაციულ სისტემას. მე ვფიქრობ, რომ ასე სწრაფი თვალსაჩინო წინსვლა არ არის საკმარისი, საინტერესო აზრები მოდის და ინტელექტუალური რესურსის მობილიზება მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში ეს უფრო ნათელი გახდება, მაგრამ ციფრებს თუ გადავხედავთ, უკეთესია. მდგომარეობა უკეთესია, სამუშაო ადგილები მეტია, იმპორტი გაიზარდა, სავალუტო შემოსავლები საკმარისად გაიზარდა, არცერთი მაჩვენებელი საერთაშორისო დონეზე კომპეტენტური ორგანიზაციების მიერ შეფასებული არ არის, რომელიც დიდი პლუსით არაა წინ წასული, ეს იქნება ბიზნესის განვითარება, სამუშაო ადგილები, პრესის თავისუფლება თუ დემოკრატია. ტენდენციები ძალიან დამაიმედებელია, თუმცა არასწორი იქნება იმის თქმა, რომ ასეთი ტენდენცია დიდი სისწრაფით ვითარდება. ფაქტია, რომ დეზინფორმაცია ჭარბობს პოზიტივს, რომელიც ხდება,”- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები