“ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ დემოკრატიის გარეშე საქართველოს ნატოში მომავალი არ აქვს”

“ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთთან არსებულ პრობლემებში, მაგრამ დემოკრატიის გარეშე საქართველოს ნატოში მომავალი არ აქვს”, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
სალომე სამადაშვილის თქმით, ნატოს გენერალურმა მდივანმა პირდაპირ მოგვიწოდა ეუთოს დასკვნების პრაქტიკაში გადმოტანისკენ, რათა ქვეყანაში ჩატარდეს სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები. „მომდევნო სამიტი საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩატარდება. ამიტომ, ნატოს გენერალური მდივნის მთავარი გზავნილი იყო შემდეგი: ეუთოს დასკვნა აიღეთ და ყველა ის რეფორმა გაატარეთ, რაც არის აუცილებელი იმისთვის, რომ ქვეყანაში ჩატარდეს დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ამის გარეშე ნატოში საქართველოს მომავალი უზრუნველყოფილი ვერ იქნება. პირდაპირი გზავნილი იყო – ნატოში პოლიტიკური კონსენსუსი რომ შეიქმნას, ის რეფორმები უნდა გაატაროთ, რაც თქვენს საზოგადოებას სჭირდება, რომ დემოკრატია და ადამიანის უფლებები განმტკიცდეს. ვიზიტიდან დასკვნის გაკეთება მარტივია. ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთთან არსებულ პრობლემებში, მაგრამ დემოკრატიის გარეშე საქართველოს ნატოში მომავალი არ აქვს”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები