რატომ გაიარეს ქართველმა ტაქსისტებმა ინგლისური ენის კურსები?

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, ტაქსის მძღოლებმა ინგლისური ენის უფასო შემსწავლელი კურსები გაიარეს. საპილოტო პროგრამა 8 კვირა გაგრძელდა. გადამზადების შემდეგ ტაქსის 7 მძღოლს სერთიფიკატი და დასამაგრებელი ნიშანი გადაეცა (English Speaking Driver) რომელიც ავტომობილის საქარე მინაზე განთავსდება. სპეციალური ნიშანი ტურისტებისათვის ადვილად საცნობი იქნება. უახლოეს მომავალში ინგლისური ენის უფასო შემსწავლელი კურსების ფართომასშტაბიანი პროექტი იგეგმება. ის მძღოლები, რომლებიც უკვე ფლობენ ინგლისურ ენას, სერთიფიკატსა და დასამაგრებელ ნიშანს გასაუბრების საფუძველზე მიიღებენ. ტურიზმის ადმინისტრაციის პროექტი ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის ზრდას უკავშრიდება. პროექტის მიზანია სერვისის გაუმჯობესება და მძღოლთა საქმიანობის ხელშეწყობა. ახალი პროგრამით კმაყოფილები არიან ის ტაქსის მძღოლები, რომლებმაც ინგლისური ენის უფასო შემსწავლელი კურსები გაირეს. როგორც ტაქსის მძღოლი გიორგი ყალიჩავა აცხადებს, ინგლისურენოვანი დასამაგრებელი ნიშნის მიღების შემდეგ უცხოელ მგზავრებთან კომუნიკაცია გაუდვილდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები