ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში, განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 720 000 ლარი დაიხარჯება
წელს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში, განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 720 000 ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ „კვირას“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში) განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები მოიწონა. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის 47 დასახლებულ პუნქტში განხორციელდება. წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 720 000 ლარი დაიხარჯება. პროექტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება“,- აცხადებენ მერიაში.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს.
„შესაბამისი მომსახურებების შესყიდვაზე, თითქმის ყველა დასამზადებელ პროექტზე, ხელშეკრულებები გაფორმებულია საპროექტო ორგანიზაციებთან“,- ნატქვამია ბოლნისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის 20 აპრილიდან დაიწყება.