“საქართველო არის ნატოს ძალიან ღირებული და ძვირფასი მეგობარი ”

“საქართველო არის ნატოს ძალიან ღირებული და ძვირფასი მეგობარი”, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც სტოლტენბეგრმა აღნიშნა, საქართველო ნატოს უნიკალური პარტნიორია და მისასალმებელია პროგრესი, რომელსაც საქართველოს ახორციელებს, რეფორმების კუთხით.
„ქალბატონო პრეზიდენტო, ნამდვილად ძალიან კარგია, რომ დავბრუნდი და კვლავ შეგხვდით ბრიუსელში შეხვედრის შემდეგ. ახლა ვართ თბილისში, რაც უჩვენებს, თუ რაოდენ ძლიერია და მაღალ დონეზეა ასული ჩვენი საპარტნიორო ქმედებები საქართველოსა და ნატოს შორის. საქართველო არის ძალიან ღირებული და ძვირფასი მეგობარი ნატოსი. მოვინახულებ საწვრთნელ ცენტრს, სადაც უნდა ჩატარდეს ჩვენი მეკავშირეების, ჩვენი პარტნიორების წვრთნები და ნატო მუდმივად იქნება თანამშრომლობაში თქვენს გვერდით და მადლობელი ვართ, რათა საქართველო იღებს მნიშვნელოვან მონაწილეობას უსაფრთხოების შენარჩუნების კუთხით. ჩვენი ერთობლივი მუშაობით, ვაძლიერებთ ნატოს უსაფრთხოებას, ჩვენი მეკავშირეების უსაფრთხოებასა და ეს ყოველივე შედის როგორც საქართველოს, ისე – ნატოს ინტერესებში. საქართველო ნატოს უნიკალური პარტნიორი გახლავთ და მივესალმებით პროგრესს, რომელსაც თქვენ ახორციელებთ რეფორმების კუთხით, საქართველო ახორციელებს ამ ნაბიჯებს და ნატო კვლავდაკვალ იმეორებს, რომ საქართველოსთვის კარი მუდამ ღიაა ჩვენი მეკავშირეობისთვის, წევრობისთვის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები