საგურამოში, გურამ პეტრიაშვილის „პატარა ქალაქის ზღაპრების“ წარდგენა გაიმართება

28 მარტს, 13:00 საათზე, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში, გურამ პეტრიაშვილის ახალი წიგნის – „პატარა ქალაქის ზღაპრების“ წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ მუზუმიდან აცნობეს, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი  დაუვიწყარ შეხვედრას სთავაზობს ბავშვებს. პრემია „საგურამოს” ლაურეატს, ზღაპარლექსების შემქმნელს, მწერალ გურამ პეტრიაშვილს უმასპინძლებს.
„იქნებ, გინდა, გაიგო „წვიმის მოყვარული კაცის ამბავი”, ან ესტუმრო ფერიების დედოფალს, მოუსმინო მომღერალ ცხენს და შეიტყო პატარა ქალაქის ზღაპრული ამბები? მაშინ არ უნდა დაფიქრდე,  ჩვენ საზღაპრეთში ზღაპრის შემქმნელთან ერთად გამოგზაურებთ“, – ამბობენ მუზეუმში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები