ბაღდათის მუნიციპალიტეტში წყლის რესურსების დაცვის დღე აღინიშნა

22 მარტს მსოფლიო წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
ბაღდათის მუნიციპალიტეტმა წყალტუბოში მცხოვრებ  ახალგაზრდებს უმასპინძლა. მოზარდებს მერის პირველი მოადგილე კახა ენუქიძე და საკრებულოს დეპუტატები შეხვდნენ. როგორც “კვირას” ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში ახალგაზრდებმა კურორტი საირმე მოინახულეს, სადაც მინერალური წყლის ჩამომსხმელი ქარხანა დაათვალიერეს. ისინი ასევე იმყოფებოდნენ სპა ცენტრში, საკურორტო პოლიკლინიკაში და 4 ტიპის ბიუვიტებში წყალი დააგემოვნეს. ამავე დღეს, ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან 15-მდე ახალგაზრდა კურორტ წყალტუბოს სტუმრობდა.
​ვიზიტის ფარგლებში, ა(ა) ი პ “წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების ცენტრში”  შეხვედრა გაიმართა, სადაც ახალგაზრდები წყალტუბოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებმა ბალნეოლოგიური ცენტრი „Be healthy“-ი და „ბალნეოკურორტი წყალტუბო“, ასევე ღვინის მარანი “ოაზისი” დაათვალიერეს.
​ცნობისათვის, ბალნეოლოგიური კურორტების პოპულარიზაციის მიზნით, წელს პირველად გაცვლითი ღონისძიება, ბაღდათისა და წყალტუბოს ტურიზმის განყოფილების, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ინიციატივით მოეწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები