საქართველოს საელჩომ დუბლინში, ,,ფრანკოფონიის თვის” ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო

ირლანდიაში საქართველოს საელჩომ, როგორც კულტურული პროგრამის ,,ფრანკოფინიის თვე” ერთერთმა თანაორგანიზატორმა, დუბლინში მდებარე კინოთეატრში ,,Light House Cinema” გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო.

საქართველოს საელჩომ საგანგებოდ ამ ღონისძიებისთვის ქართული კუთხე მოაწყო, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო და მრავალფეროვანი თემატური საინფორმაციო მასალა საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის, ტურისტული პოტენციალისა და ქართული ენის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ირლანდიაში საქართველოს საელჩო, როგორც ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა, ფრანკოფონიის ფარგლებში გამართული ღონისძიებების ორგანიზებაში უკვე მეხუთე წელია, რაც აქტიურად მონაწილეობს. მიმდინარე წელს, ირლანდიაში ,,ფრანკოფონიის თვე” 1 მარტიდან 14 აპრილამდე იმართება, მისი პროგრამა მრავალფეროვანია და რიგ კულტურულ, ლიტერატურულ, კინემატოგრაფიულ, მუსიკალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს მოიცავს.

]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები