მებაჟეებმა საზღვარზე არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“, „წითელი ხიდი“ და „სარფი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან მიაწოდეს.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მოქალაქეების ბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამურად, 8,440 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი და სიგარეტის მოსაწევი 4 ცალი აპარატი (IQOშ) აღმოაჩინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და, სანქციის სახით, თითოეულს ფულადი ჯარიმა ათას ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.