“რეგლამენტის თანახმად, ინტერპელაციის მექანიზმი კონკრეტულ კითხვაზე პასუხით და მხოლოდ ამ კითხვაში მოცემული საკითხის განხილვით შემოიფარგლება”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ახალი რეგლამენტის წესს განმარტავს და ინტერპელაციის წესით პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ვიზიტს ეხმიანება.
„საგაზაფხულო სესია, რომელიც ახალი რეგლამენტით მიმდინარეობს, ძალიან აქტიურია. რეგლამენტის რეფორმით მთავრობასა და პარლამენტს შორის, დემოკრატიის მხრივ უფრო მაღალი სტანდარტი ჩამოყალიბდა. თვის ბოლო პარასკევს ინტერპელაციით პარლამენტში პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე წარდგება და საინტერესო განხილვა გაიმართება მნიშვნელოვან საკითხებზე. პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წევრების რეგულარული ურთიერთობა პარლამენტთან მისასალმებელია. რეგლამენტის თანახმად, ინტერპელაციის მექანიზმი კონკრეტულ კითხვაზე პასუხით და მხოლოდ ამ კითხვაში მოცემული საკითხის განხილვით შემოიფარგლება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები