რუსთავში, ნარკოდანაშაულისთვის, პოლიციამ 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს: 1983 წელს დაბადებული, წარსულში მრავალგზის ნასამართლევი, თ.ჩ., და, ასევე, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი – 1968 წელს დაბადებული თ.პ. და 1986 წელს დაბადებული ზ.ქ..
„სამართალდამცველებმა, თ.ჩ.-ს პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი” ამოიღეს. პოლიციამ თ.პ.-ს და ზ.ქ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოიღო „ამფეტამინის” და „მეტამფეტამინის” შემცველი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც მათ პირადი მოხმარებისთვის ჰქონდათ გამზადებული.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” და „დ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“,- აცხადებენ შსს-ში.
მათივე ცნობით, დანაშაული თავისუფლების 5-დან 8 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები