შვეიცარიაში, სახლის მეპატრონემ მძინარე ქართველი ქურდები იპოვა

შვეიცარიაში, ქალაქ პიან სან ჯაკომბოში, სახლის მეპატრონემ საკუთარ სახლში ორი მძინარე ქურდი ნახა. მის დანახვისთანავე, ორივე მამაკაცი გაიქცა. ამის შესახებ ინფორმაციას შვეიცარიის პოლიცია ავრცელებს.
როგორც ადგილობრივი მედია ვარაუდობს, მამაკაცები სახლში დაყაჩაღების მიზნით შეიჭრნენ, მათ ეგონათ, რომ ადგილზე არავინ ცხოვრობდა და დაიძინეს.
პოლიციის ინფორმაციით, ორივე მამაკაცი საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა – 19 და 26 წლის. მათ ბრალად არაერთი სახლში შეჭრა და ქურდობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები