გია აბაშიძე “მედიის განვითარების ფონდის” კვლევას ეხმაურება

0

ექსპერტი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში “მედიის განვითარების ფონდის” [MDF] იმ კვლევას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, „საზმაუს“ ანალიტიკური გადაცემა, “42 პარალელი”, “დასავლეთის ქვეყნებისა და ინსტიტუტების გაშუქების მკვეთრად ნეგატიური ტონით” გამოირჩევა.
“რა პარადოქსულ, ოქსიმორონულ რეალობაში გვიწევს ყოფნა – “მედიის განვითარების ფონდის” [MDF] “კვლევა” აცხადებს, რომ „საზმაუს“ ანალიტიკური გადაცემა “42 პარალელი” “დასავლეთის ქვეყნებისა და ინსტიტუტების გაშუქების მკვეთრად ნეგატიური ტონით” გამოირჩევა.
მოკლე და შერჩევითი მეხსიერება იქეთ იყოს. ამ MDF-ის უფროსის, თამარ კინწურაშვილის „საზმაუს“ ხელმძღვანელობის დროს არ იყო, რომ “მოამბემ”, „ნაცმოს“ მაშინდელმა რუპორმა, “ნატოს” გენმდივნის, სხეფერის განცხადებაც კი უხეშად დაამახინჯა 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევების შესახებ?.. კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალოთ მრავალსტანდარტიანების “ბიოგრაფიებიდან”?..
და საშინაო მოხმარების ყალბი ამბების გადაჭარბებულ ტირაჟირებას რომ არ იმჩნევენ, ეგ როგორაა “აბორიგენ” ე.წ. “ფაქტჩეკერებში”? – წერს ანალიტიკოსი.

კომენტარები

კომენტარი