ირაკლი კობახიძე: „კლანი“ თუ რეალურადაა სადმე, ეს არის „ნაცმოძრაობის“ ნარჩენი

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის მიზანი მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და მისი ეფექტიანობის უზრუნველყოფაა. ხოლო რაც შეეხება “კლანების” არსებობას, მისივე განცხადებით, ასეთი რამ თუ რეალურად სადმე არსებობს, წინა ხელისუფლებიდანაა დარჩენილი. „ტერმინი „კლანი“ ძალიან ხშირად გვესმის.
პოლიტიკური შეტევა, შტურმია სასამართლოზე. თავის დროზე, გახსოვთ, როცა ნამდვილი „კლანი“ იყო ჩამოყალიბებული საკონსტიტუციო სასამართლოში. გიორგი პაპუაშვილი იყო „კლანის“ ხელმძღვანელი, რომელსაც ჰყავდა სამი ერთგული მოსამართლე ერთ-ერთ კოლეგიაში და ყველა საქმეს აწერდა ამ კოლეგიას, რაც პოლიტიკურად მგრძნობიარე იყო. „კლანი“ თუ რეალურად არის სადმე, ეს არის „ნაცმოძრაობის“ ნარჩენი კლანები და მათ დასაცავად ყოველთვის დგანან ზუსტად ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც დღეს უტევენ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას. ჩვენი მიზანი არის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, მისი ეფექტიანობის უზრუნველყოფა. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ იმ მიღწევას, რაც არის 2012 წლიდან. დასტურდება, რომ სისტემა არის გაჯანსაღებული. ამის დასტურია ის, რომ 11-ჯერ ნაკლები სარჩელი შედის სტრასბურგის სასამართლოში“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისათვის, დღეს, პარლამენტის პლენარული სხდომა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის პროექტის განხილვით განახლდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები