„ძალიან დაეხმარება პროცესებს, თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ერთმანეთთან კოორდინაციაში იქნება“

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას შეფასებით, მნიშვნელოვანია, თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ერთმანეთთან კოორდინაციაში იქნება.
„ძალიან დაეხმარება პროცესებს, თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ერთმანეთთან კოორდინაციაში იქნება. ნებისმიერი ჩვენი ნაბიჯი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს. უფრო მჭიდრო კოორდინაცია მხოლოდ და მხოლოდ დახვეწს და ხელს შეუწყობს ამ პროცესს“, – წერს სოფიო ქაცარავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები