სოფო კილაძე: სასამართლოს გაჯანსაღების გზაზე სწორი ნაბიჯებით მივდივართ

“ოპოზიცია ცდილობს, ჭიქაში ქარიშხალი მოაწყოს. სასამართლოს გაჯანსაღების გზაზე სწორი ნაბიჯებით მივდივართ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, იმას, რომ ქვეყანა სასამართლოს გაჯანსაღების გზაზე სწორი ნაბიჯებით მიდის, ვენეციის კომისიაც დაადასტურებს. „ფაქტია, გამჭვირვალე კრიტერიუმებზე დაფუძნებული კანონპროექტი შევიმუშავეთ. ვენეციის კომისიის დასკვნას დაველოდებით და შესაბამისად ვიმოქმედებთ. ოპოზიცია ცდილობს, ჭიქაში ქარიშხალი მოაწყოს. სასამართლოს გაჯანსაღების გზაზე სწორი ნაბიჯებით მივდივართ. ამას ვენეციის კომისიაც დაადასტურებს. რაც შეეხება ბრალდებებს – არ ვიცი, რამდენად სერიოზულად ვუპასუხო იმას, რომ „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატი ბიძინა ივანიშვილს მართავს. ეს არის აბსურდი“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები