ანა დოლიძე: უზენაეს სასამართლოში ჩინჩალაძისა და მურუსიძის დასმა ძალიან ძვირი უნდა იყოს

“ძალიან ძვირი უნდა იყოს ჩინჩალაძისა და მურუსიძის დასმა უზენაეს სასამართლოში”, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ, მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ანა დოლიძემ მოსამართლეების შერჩევის პროცესის შესახებ ისაუბრა.
„როგორც ჩანს, ჩვენ ვერ გავაგებინებთ ხალხის დაკვეთას კობახიძეს. კობახიძე, რა თქმა უნდა, აქ არ არის მთავარი პრობლემა. კობახიძე არ არის პოლიტიკური ფიგურა. ის არის ბიძინა ივანიშვილის ნების ხუთოსანი აღმასრულებელი.
ჩვენ, ხალხი, უნდა მოვბილიზდეთ, რომ ძალიან ძვირი უნდა იყოს ჩინჩალაძისა და მურუსიძის დასმა უზენაეს სასამართლოში. ამაში ამ პოლიტიკურმა ძალამ ძალიან ძვირი უნდა გადაიხადოს. უნდა გადაიფიქროს ამის გაკეთება. მოწოდებული ვარ, რომ ეს გავაკეთო. არ ვაპირებ, ამ ყველაფერს თავი დავანებო და ჩინჩალაძე, მურუსიძე და გვრიტიშვილი შევაყვანინო უზენაეს სასამართლოში. სასწორზე დევს ჩვენი შვილების მომავალი“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები