საგურამოში ფინური საერთაშორისო სკოლა გაიხსნება

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში ფინური საერთაშორისო სკოლა გაიხსნება. ფინურ სკოლაში პირველი აკადემიური წელი 2019 წლის სექტემბერში იწყება. პირველ ეტაპზე, სკოლა მიიღებს დაწყებით კლასებს, რომლის სასწავლო პროგრამა, სტრუქტურა და სასწავლო პროცესი მსოფლიოში საუკეთესო განათლების მოდელად აღიარებულ ფინურ მოდელზე არის დაფუძნებული. 2021 წელს კი დასრულდება 7 ჰექტარ ტერიტორიაზე არსებული საგანმანათლებლო სივრცე, სადაც განთავსდება სამივე საფეხურის სკოლა, თანამედროვე კამპუსი, მულტიფუქნციური სპორტული კომპლექსი და მასწავლებლების ტრეინინგ ცენტრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები