20 მარტს, „გურული დღიურების“ ფონდი გულშემატკივრებს შეხვდება

20 მარტს, 19:30 საათზე, ეროვნული ბიბლოთეკის III კორპუსში, „გურული დღიურების“ ფონდი გულშემატკივრებს იწვევს.
„ჩვენმა ფონდმა, დაარსებიდან დღემდე, გამოავლინა ათეულობით სტიპენდიატი. ზემოთ აღნიშნულ ღონისძიებაზე  საშუალება გაგექნებათ, იცნოთ ჩვენი ფონდის სტიპენდიატები და სპონსორები, რომლებიც, ამ ხნის განმავლობაში, ფონდისა და ჩვენი ახალგაზრდების გვერდით იდგნენ.

ასევე, გექნებათ შესაძლებლობა, შეიძინოთ ბატონი გიორგი კეკელიძის წიგნების, ,,გურული დღიურების” სამივე ნაწილი და ჩვენი ერთ-ერთი სპონსორის ინსპირაცია. inspiration მაისურები, რომლებიც სპეციალურად გიორგი კეკელიძის წიგნის – ,,წერილები შენ” მიხედვით შეიქმნა და ამით თქვენი წვლილი შეიტანოთ ფონდის საქმიანობის გაძლიერებაში.
ამასთან, ღონისძიებაზე გამოვლინდება გურული დღიურების ფონდის ორი ახალი სტიპენდიატი – ახალციხელი და ლანჩხუთელი მოსწავლეები. ღონისძიების დასასრულ, გელოდებათ ბატონი გიორგი კეკელიძის საინტერესო ლექცია.
მობრძანდით და გაიზიარეთ ახალგაზრდების დაუვიწყარი, ბედნიერი წუთები“, – აღნიშნულია ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები