“კენჭისყრა ყუთით და ფურცლებით”, “კიდევ სცადეთ „კოკა-კოლას“ გათამაშებასავით“ – ოპოზიციის შეფასებები განმეორებით კენჭისყრაზე

„ხომ არ სჯობია, რომ ისეთი კენჭისყრა იყოს – ყუთით და ჩამოვატაროთ ფურცლებით და ა.შ. რომ სერიოზულად მიუდგნენ დეპუტატები. რას იტყვით? ხომ არ დამთანხმდებოდით?“ – ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრმა, გიგა ბოკერიამ, საპარლამენტო უმრავლესობის მისამართით გააკეთა.

პარლამენტში ხმაური მოჰყვა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენებასთან დაკავშირებით გამართულ კენჭისყრას, როდესაც კვორუმი ვერ შედგა და კვაჭანტირაძე ვერ გადააყენეს.

„იქიდან გამომდინარე, რომ პირველ ჯერზე პრობლემები ჰქონდათ თქვენი გუნდის დეპუტატებს და აქ რაღაც დიდი ვნებათაღელვაა, ხომ არ სჯობია, რომ ისეთი კენჭისყრა იყოს – ყუთით და ჩამოვატაროთ ფურცლებით და ა.შ. რომ სერიოზულად მიუდგნენ დეპუტატები. რას იტყვით? ხომ არ დამთანხმდებოდით? მგონი, რაღაც ეპოქალური კენჭისყრა არის და არ მინდა, რომ კიდევ ვინმემ შემთხვევით არასწორ ღილაკს მიაჭიროს ხელი,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, უპასუხა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას წაგების გამოცდილება დაგროვებული აქვს.

„თქვენ გამოცდილება გაქვთ, ექვსი არჩევნები გაქვთ წაგებული და ეტყობა, გამოცდილება დაგიგროვდათ ამასთან დაკავშირებით, რას შვებით კენჭისყრის მერე იმედგაცრუების შემდეგ,“ – ამბობს კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები