ანრი ოხანაშვილი: არ არსებობს ისეთი მოდელი, სამართლებრივი სახელმწიფო, რომელიც გამორიცხავს რაიმე სახის მანიპულაციას

ჩვენ გთავაზობთ მოდელს, რომელიც არის კონსტიტუციასთან შესაბამისი, ევროსაბჭოს რეკომენდაციებზე დაყრდნობით შემუშავებული, თუ რაიმე უხეში მანიპულაცია იქნება, ამაზე არსებობს პოლიტიკური პასუხი, – ამით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გიგა ბოკერიას კითხვას უპასუხა.

,,რაც შეეხება მანიპულაციების დაზღვევას, არ არსებობს ისეთი მოდელი, სამართლებრივი სახელმწიფო, რომელიც გამორიცხავს რაიმე სახის მანიპულაციას, ჩვენ გთავაზობთ მოდელს, რომელიც არის კონსტიტუციასთან შესაბამისი, ევროსაბჭოს რეკომენდაციებზე დაყრდნობით შემუშავებული, თუ რაიმე უხეში მანიპულაცია იქნება, ამაზე არსებობს პოლიტიკური პასუხი,”- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, უმრავლესობა პროექტს არავის არგებს, განსხვავებით ბევრი სხვა პროექტისგან, რომელიც წარმოდგენილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები